logo
ENG



გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრები ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირებას ახდენენ

12 ნოე 202112:34
3 წუთის საკითხავი
 

ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრები სუს-ის შენობების ბლოკირებას ახდენენ. 

პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს. 

როგორც ამბობენ, მიზანი დაუმორჩილებლობაა. 

მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით: 

"სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში".

თელავში დააკავეს გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შემდეგ კი მოიყვანეს ევაკუატორი, რათა ადგილიდან მანქანაც გადაიტანონ. 

სავარაუდოდ, დაკავებულები არიან ბადრი გრიგალაშვილი და გიორგი ფუტკარაძეც. 

თიბლისში სუს-ის შენობასთან მანქანით პარტიის ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დგას. ის კომენტარს არ აკეთებს, მისი მანქანის საქარე მინაზე კი წარწერაა: "მიმართეთ პრეს ცენტრს".

ზურა ჯაფარიძე და მისი მანქანა სუს-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუატორით წაიყვანეს. 

დღევანდელი აქციით გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა 10 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს, როცა სუს-ის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე ერთ საათში 44 ადამიანი დააკავეს, თან ისე, რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. ადამიანებს პოლიციის მანქანაში ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც სვამდნენ. 

პოლიციის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილები სუს-ის შენობის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც კანონით აკრძალულია. 


close დახურვა