logo
ENG



გირჩი: კობერიძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ღარიბაშვილის მანქანას ბიძინას მონა მიაძახა

03 აპრ 202217:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/f6qumifq0je4i3k.jpg

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ცოტნე კობერიძე მას შემდეგ დააკავა, რაც მან ირაკლი ღარიბაშვილის მანქანას "ბიძინას მონა" მიაძახა.

დაკავების კადრებში ჩანს, რომ კობერიძეს ორი პირი ეკამათება, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მანქანაში სვამს. გარდა ამისა, მანქანას პოლიციის ნიშანი არ აქვს, მათ შორის არ აცვია პოლიციის ფორმა ერთ-ერთ პირს, რომელიც კობერიძეს აკავებს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა