პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას განცხადებით, ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია.
"ქართული ოცნების მცდელობა - ძალით გააჩუმონ ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება, ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს. ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია.
არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ. ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ნურავის იმედი გექნებათ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. არ დანებდეთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ. სოლიდარობა ნიკა გვარამიას!" - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.