პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ.
მათი თქმით, ინიციატივას მიესალმებიან.
"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწონებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერათიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ ქართულ ქარტიას", - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.