logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლება სუს-თან აქციის პარალელურად პოლიციელებს ლექციას უტარებს

06 მაი 202212:57
3 წუთის საკითხავი
 

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრები - ცოტნე კობერიძე და ბორის ყურუა სუს-ის შენობასთან აქცია-პერფორმანსის ფარგლებში სამართალდამცავებს ლექციას უტარებენ. 

პარტიის წევრების თქმით, მათი აუდიტორია ის პოლიციელები არიან, ვინც საპროტესტო აქციების დროსაა მობილიზებული. მათი აზრით ეს სამართალდამცავი ადგილზე "დროს უქმად კარგავენ", ამიტომ გადაწყვიტეს პროტესტის პარალელურად მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრონ.

“ნებისმიერ დროს როცა აქ მოვდივართ და პერფორმანსს ან აქციას ვმართავთ სულ ბევრი პოლიციელი მოჰყავთ და აყენებენ და არაფერს აკეთებინებენ, ანუ დროს უქმად აკარგვინებენ . ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ფულს დროს უქმად არ უნდა კარგავდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაღაცებზე ვესაუბროთ: ადამიანის უფლებებზე, დანაშაულზე და დრო უფრო შემოქმედებითად გავატარებინოთ, რაც არ გამორიცხავს რომ რამე უსამართლობას აქ არ გავაპროტესტებთ.“ - აცხადებს ბორის ყურუა

დღევანდელი ლექციის თემა დემოკრატიული ქვეყნის პრინციპები და სამართლებრივი პრინციპებია. პარტიის წევრების თქმით, ეს ის საკითხებია, რაც მოქალაქეებმა და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ და ვინაიდან მათ პოლიციელების სახით მუდმივი მსმენელები ჰყავთ, გადაწყვიტეს მათ სალექციო კურსი ჩაუტარონ. 

 „რახან ესეთი გამზადებული სისტემის აუდიტორია არსებობს, უფროსები არ უყურებენ და აქ არიან გამოშვებული ეს ადამიანები, რატომ არ უნდა ვიხეირო ამ დროით და ავუხსნა ის, რაც მე სწორი მგონია? ერთი მათგანიც რომ დაფიქრდეს და სახლში საკუთარ შვილთან ცოტა სხვანაირად ისაუბროს, მიხვდეს სად მუშაობს, რას აკეთებს და რისი უფლებამოსილება აქვს, ჩემთვის ესეც საქმე იქნება“ - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.


close დახურვა