logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლება შსს-ს შენობაზე მჩხიბავ სტელას ჯადოს აკეთებინებს

14 ნოე 202113:57
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი-მეტი თავისუფლება შსს-ს შენობისთვის მჩხიბავს ჯადოს აკეთებინებს.

გირჩი - მეტი თავისუფლება ამ პერფორმანსით პოლიტიკოსების უკანონო დაკავებას აპროტესტებს.

პარტიის ფეისბუქ გვერდზე წერენ, რომ თუ უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, არ მოხსნიან შსს-ს ჯადოს, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მჩხიბავი აკეთებს.

"დღესგირჩი-მეტი თავისუფლებამჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე.

.- სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.

ჩვენი მოთხოვნა არისგირჩი-მეტი თავისუფლებისპოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ . სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს" , - წერს გირჩი - მეტი თავისუფლება

 
 
 

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს.

დაკავებულთა შორის არიან:

  • ბადრი გრიგალაშვილი - გორი;
  • ზურა ხომერიკი - გორი;
  • ტორესა მოსი - თელავი;
  • გიორგი ფუტკარაძე - ბათუმი;
  • იმედა კლდიაშვილი - ქუთაისი;
  • ირაკლი კუკანია - რუსთავი;
  • დაჩი გიორგაძე - რუსთავი;
  • ვანო ჩუთლაშვილი - რუსთავი;
  • მათე მგელაძე (ენმ-ის წევრი) რუსთავი

თელავში ტორესა მოსის, ასევე გორში ბადრი გრიგალაშვილის და ზურა ხომერიკის სასამართლო პროცესები 19 ნოემბრამდე გადაიდო.  სხვა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.


close დახურვა