გირჩი TV-ის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე აშშ-ში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
გირჩი TV ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გირჩი TV-ის ცნობით, ირაკლი ვაშაკიძე მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას ასახელებს.