logo
ENG



გირჩის აქციაზე 2 პირი დააკავეს

23 აპრ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც პარტია "გირჩი" აქციას მართავდა, 2  პირი დააკავეს. 

თავდაპირველად, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 

პოლიციის განცხადებით, პირი ორი მუხლით, კერძოდ კი, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუორჩილებლობას გულისხმობს. 

მოგვიანებით, ამავე ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციას იპოდრომზე მართავდა. აქცია-სეირნობა იპოდრმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებთ 1 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. იპოდრომზე 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. 

მანამდე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და აქციის სხვა ორგანიზატორები. 


close დახურვა