გირჩის ბათუმელ წევრს, თემურ გორგაძეს სუს-თან აქციის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გორგაძე 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს.
დააკავეს აქციის მონაწილეები სხვა ქალაქებშიც.
- ბადრი გრიგალაშვილი - გორი;
- ზურა ხომერიკი - გორი;
- ტორესა მოსი - თელავი;
- გიორგი ფუტკარაძე - ბათუმი;
- იმედა კლდიაშვილი - ქუთაისი;
- ირაკლი კუკანია - რუსთავი;
- დაჩი გიორგაძე - რუსთავი;
- ვანო ჩუთლაშვილი - რუსთავი;
- მათე მგელაძე (ენმ-ის წევრი) - რუსთავი
თელავში ტორესა მოსის, ასევე გორში ბადრი გრიგალაშვილის და ზურა ხომერიკის სასამართლო პროცესები 19 ნოემბრამდე გადაიდო.
სხვა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.