logo
ENG



გირჩმა პორშე გაათამაშა

28 სექ 202118:37
3 წუთის საკითხავი
 
გირჩმა პორშე გაათამაშა

პარტია გირჩმა პორშეს მარკის ავტომობილი გაათამაშა. მანქანის გათამაშების დაპირება პარტიამ გასული წლის არჩევნებამდე გასცა. მანქანა ჯუბა გრიგოლიამ მოიგო. გამარჯვებული მეხუთე მცდელობაზე გამოვლინდა. 

საპარლამენტო არჩევნების წინ გირჩმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მიღებული თანხით კი მანქანას გაათამაშებდა.

"გირჩი არის ერთადერთი პარტია, რომელმაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეასრულა დაპირება და ეს მანქანა თამაშდება. ერთი ადამიანი ნამდვილად იქნება ბედნიერი იმით, რომ გირჩი შეიქმნა და აქამდე მოვიდა", - თქვა გათამაშების დროს გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ყველა პირს, ვინც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა, შემდეგ კი საარჩევნო უბანთან სელფი გადაიღო და Facebook-ზე ან Instagram-ზე ატვირთა. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა გათამაშებაში მონაწილე, რომელი პარტიის ამომრჩეველი იყო.
გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო 3707-ზე მეტმა ადამიანმა. როგორც ხვიჩია ამბობს, მსგავსი ტიპის გათამაშება მომავალშიც იქნება.


close დახურვა