logo
ENG



გლდანის კარფურში კაცი ყოფილ ცოლს თავს დაესხა და საკანცელარიო დანით დაჭრა

23 ნოე 202019:04
3 წუთის საკითხავი
 

განახლება: შსს-მ თავდამსხმელი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

გლდანში მდებარე სავაჭრო ცენტრ კარფურში კაცი ყოფილ ცოლს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა  ცივი იარაღით, კერძოდ საკანცელარიო დანით.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და მან საპატიმრო გუშინ დატოვა. 

იმას, რომ თავდასხმა მოხდა, კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.

"უბრალოდ შემოვიდა, წამებში მოხდა ეს ყველაფერი. 5 წამის განმავლობაში მოხდა ყველაფერი და 5 წამშივე დასრულდა", - აცხადებს ნინო რამიშვილი. 

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრის დაცვამ ადგილზევე დააკავა. 

ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.  


close დახურვა