logo
ENG



გლდანის ციხის დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა

25 სექ 202023:07
3 წუთის საკითხავი
 
pcmz2k23c0x8ac1.jpg

#8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას. 

უწყების ცნობით, საქმე ეხება 24 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პატიმრის მიმართ შესაძლო გაუპატიურების მუქარაზე.

"ამ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან #8 პენიტენციური დაწესებულების "პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები". სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც".

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებაზე. 

გლდანში სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პატიმრის შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე ერთ-ერთ მსჯავრდებულს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.

საქმე ეხება შემთხვევას, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა - ოფიციალური ვერსიით, პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.  

მომხდარის შესახებ ინფორმაციის მოსაკვლევად გლდანის მერვე დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 


close დახურვა