გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად, ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ჩამქრალია.
ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთს დამწვრობა აქვს მიღებული. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.