გლდანში ახალგაზრდა ბიჭი გამვლელმა დაჭრა. ის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.