გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევა ღამით მოხდა, მას მსხვერპლი არ მოყოლია.
გზის ნაწილი იმ ადგილას ჩავარდა, სადაც ქართული ოცნების მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ლევან კობიაშვილის საარჩევნო ბანერი მდებარეობს.
ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ელ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.