გლდანში, გამმლელის მიერ დაჭრილი მოზარდის ჯანრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. კლინიკა "მედისონის" ექიმების განცხადებით, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა და დღეს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდება. მოზარდს დიდი რაოდენობით სისხლიც ესაჭიროება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა მამაკაცმა დაჭრა. დამნასავე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.