შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
უწყების ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.