logo
ENG



გლუკსმანი სააკაშვილზე: წმინდა პოლიტიკური შურისძიებაა და ყოვლად ამაზრზენია

10 ნოე 202115:50
3 წუთის საკითხავი
 
გლუკსმანი სააკაშვილზე: წმინდა პოლიტიკური შურისძიებაა და ყოვლად ამაზრზენია

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი ტვიტერზე წერს, რომ ყველაფერზე, რაც მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა დაემართოს პასუხისმგებელი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. გლუკსმანი სააკაშვილისადმი მოპყრობას წმინდა პოლიტიკურ შურისძიებად და ამაზრზენად აფასებს.

"წმინდა პოლიტიკური შურისძიებაა და აბსოლუტურად ამაზრზენია: პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი ნამდვილი უფროსი ივანიშვილი იქნებიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება სააკაშვილს დაემართოს" - წერს ტვიტერზე რაფაელ გლუკსმანი.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია  Amnesty International-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილისადმი, არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ, აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.


close დახურვა