logo
ENG



გმირთა მოედანზე დაპირისპირების დროს 1 პირი დააკავეს

21 აგვ 202112:09
3 წუთის საკითხავი
 

20 აგვისტოს გვიან ღამით დაპირისპირება იყო გმირთა მოედანზე. დაპირისპირებაში ორი ჯგუფის ათამდე პირი მონაწილეობდა. 

ჩხუბისა და დაპირისპირების კადრები გამვლელებმა მანქანიდან გადაიღეს. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ადგილზე ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე იყო გასროლა, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.  


close დახურვა