სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და სარეკლამო კომპანია „პანდას“ მხარდაჭერა გამოუცხადა.
გოგაშვილმა „პანდას“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში წარმატება უსურვა.
„პანდა თუ შეძლებს შეეჭიდოს ამ სიბინძურეს და დაამარცხებს ცილისმწამებელთა არმიას, ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი! წარმატებები ამ ახალგაზრდებს. მე თუ რამეში გამოვადგები მთელს ჩემს რესურს და გამოცდილებას დავახმარებ მათ“, - განაცხადა გოგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი და პირადი პროფილი რამდენიმე დღის წინ გააუქმა. პროსახელისუფლებო პროპაგანდისტური გვერდების შავი PR-ის მსხვერპლნი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირები თუ ორგანიზაციები იყვნენ. დადგინდა, რომ აღნიშნულ ანგარიშებს სარეკლამო კომპანია "პანდა" აკონტროლებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ხსენებულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მედიასაშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებასა და ბულინგში დაადანაშაულა.