logo
ENG



გოგაშვილის ქონება დაყადაღდა

13 სექ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ხელისუფლებას ციხიდან ამხელს, ხელისუფლება კი გოგაშვილების ქონებას აყადაღებს. სამიზნე მხოლოდ ოჯახი არ არის, მიადგნენ სპეცსამსახურების ყოფილ მაღალჩინოსანთან დაახლოებულ პირებსაც. ოპოზიცია გოგაშვილის ქონებით წლების განმავლობაში ინტერესდებოდა, მაშინ ხელისუფლება დუმდა ან უარყოფდა ბრალდებებს. ახლა კი, როცა სუს-ის უფროსის მოადგილე ივანიშვილს დაუპირისპირდა, ხელისუფლების ერთ-ერთი მიმართულება სწორედ გოგაშვილის ქონებაა. 


close დახურვა