თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, კაცი დაპირისპირების დროს დაცემის შედეგად დაიღუპა.
შსს-ს განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილები არიან განყოფილებაში.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
