logo
ENG



გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა, ის პროცესიდან გააძევეს

18 მაი 202117:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/18/77cfcyb30076ew5.png

გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა. პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, წულაიამ მოსამართლეს მონაც უწოდა. 

ის პროცესიდან გააძევეს.  

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ედება, ჩადენილი ძალადობით. 

მსხვერპლი ფორმულასთან ყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა".

მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, სხეულზე დაზიანებები აქვს.

წულაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. 

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა