„ირაკლი კობახიძემ დაიწყო და არჩილ თალაკვაძემ გააგრძელა პარლამენტის ჩამოშლა,“ - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პარლამენტი დაბალი ხარისხის ორგანიზაციად აქციეს.
„არჩილ თალაკვაძის გამოსვლა იქნება გრძელი ერთსაათიანი სადღეგრძელო. სამწუხაროდ ირაკლი კობახიძემ დაიწყო და არჩილ თალაკვაძემ გააგრძელა პარლამენტის ჩამოშლა. გუშინ ფრაქციის მოთხოვნით ტიკარაძე არ მოვიდა პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძემ კი ვერ გაბედა ტიკარაძის მოყვანა. პარლამენტი არის ფორმალური ინსტიტუცია, ერთმანეთს ამხნევებენ, შეუძახებენ ხოლმე რომ მაგარს ვაკეთებთ. ჩვეულებრივი დაბალი ხარისხის ორგანიზაციად აქციეს პარლამენტი“, - განაცხადა ლევან გოგჩაიშვილმა.
პარლამენტის წინ აქცია-პიკეტირება მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნის პროცესს აპროტესტებს