logo
ENG



გოგიჩაიშვილის ინფიცირების გამო მისი პარტია საარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

09 სექ 202018:51
3 წუთის საკითხავი
 
2gncuc9zl6bqqt6.jpg

პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი საარჩევნო კამპანიის წარმოებას დროებით შეაჩერებს. მიზეზი პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირებაა.

პარტიის განცხადებით, "უპირველესია საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა".

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი თვითიზოლაციაშია ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში.

ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი აცხადებს, რომ ღონისძიებებში, რომლებიც 6 სექტემბერს ქუთაისსი, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩატარდა, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.

ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დღეს, 9 სექტემბერს დაუდასტურდათ. ინგა გრიგოლიას განცხადებით, ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.


close დახურვა