logo
ENG



გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ

05 თებ 202121:39
3 წუთის საკითხავი
clock 692
2021/02/05/n5bujib4dlwummd.jpg

დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

მაშველები უკვე 7 საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

"ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა