logo
ENG



გოლეთიანი: თუ ჩვენი მოთხოვნები ხვალ 12:00-მდე არ შესრულდება, ქალაქის პარალიზებას მოვახდენთ

23 მაი 202116:14
3 წუთის საკითხავი
clock 3092
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ "რიონის მცველების" მოთხოვნები ხვალ 12:00-მდე არ შესრულდება, ისინი ქალაქის პარალიზებას მოახდენენ. 

"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ. ნამახვანი არ არის კონკრეტულად ერთი ხეობის პრობლემა. ნამახვანი სახეა სისტემური პრობლემებისა. ნამახვანში ერთიანდება უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც სხვადასხვა ფორმით თითოეულ ჩვენგანს გვეხება. ჩვენ არ მოვეშვებით ამ ბრძოლას. ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა.

იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს პროცესი, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ამ მოთხოვნების შესრულება, აქ უნდა დავრჩეთ ბოლომდე. სანამ ხელისუფლება არ გახდება ადეკვატური ამ პროტესტის მიმართ და სანამ არ ჩაგვთვლის ერთადერთ უალტერნატივო ძალად. თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მოთხოვნებზე, მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას". - თქვა გოლეთიანმა. 

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

close დახურვა