logo
ENG



გომელაური: მოპედების რეგისტრაცია მალე დაიწყება, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები

05 მაი 202113:15
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური: მოპედების რეგისტრაცია მალე დაიწყება, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის შემორებაზე. მისივე ცნობით, ინიციატივა 2 მოსმენით გასულია პარლამენტში და მოპედების რეგისტრაცია "მალე" დაიწყება. 

"ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე აღნიშნავს, რომ მოპედით გადაადგილებისას გარდაცვლილთა მონაცემები გაზრდილი არ არის. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირია მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება. 


close დახურვა