logo
ENG



გომელაური:იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი

28 იან 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას გერმანიაში დანიშვნას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეიძლება, იზორიას ძმის დაკავების კადრები მის წასვლას დაამთხვიეს.

„დაამთხვიეს, თუ ასე მოხდა, არ ვიცი. ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ბატონი ლევანის ელჩად წასვლა გერმანიაში. რატომღაც, ასე დაემთხვა. შეიძლება დავუკავშიროთ პოლიტიკურად“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორია თანამდებობის დატოვებას მისი ძმის ინციდენტს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო. თუმცა, ამავდროულად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება იზორიას ძმის საქმეს, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.

აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.

 


close დახურვა