შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 7 მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციელებისთვის ტუალეტის ქაღალდისა და ფქვილის შეყრა მიუღებელია.
მისივე თქმით, "ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად".
"მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღე ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი და ჩვენ ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან და დგანან იქ, და უკაცრავად და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპებს ასხამენ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის მასე იქნება, ამას არ ვაპატიებთ არასდროს", - თქვა გომელაურმა.
7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდენ და ითხოვენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.
ისინი პროტესტის ნიშნად შენობას ტუალეტის ქაღალდებს ესორდნენ. აქციაზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი, ნოდარ რუხაძე, გიგა მაქარაშვილი, ნატა ფერაძე, ბაჩი ვალიშვილი.