logo
ENG



გომელაური გაფრინდაშვილის დაკავებაზე: დარწმუნებული ვარ, თვითონაც უხერხულად არიან

03 დეკ 201913:05
3 წუთის საკითხავი
 
6ofuolfhg940i10.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტები გაათავისუფლებენ. როგორც გომელაურმა განაცხადა, ექიმის დაკავება ცხელი ომის დროსაც კი არ შეიძლება.

„ჩვენს გვაქვს კონტაქტი ევროკავშირის მიმართულებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულები. ხაზს გავუვამ, რომ ეს ადამიანი არის ექიმი, ეს ადამიანი არ არის მებრძოლი, რომ უფრო რთული იყოს. ვფიქრობ, ამ ადამიანს გამოუშვებენ. თითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმის დაკავება რაც არ უნდა ცხელი ომი იყოს, მაშინაც არ შეიძლება. შეგვპირდნენ რომ გამოუშვებენ და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს.

 


close დახურვა