logo
ENG



გომელაური გოგაშვილზე: თვითონ ყველაზე კარგად იცის, რატომ გაათავისუფლეს, მე არაერთხელ დამიცვია

19 აგვ 202213:45
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური გოგაშვილზე: თვითონ ყველაზე კარგად იცის, რატომ გაათავისუფლეს, მე არაერთხელ დამიცვია

სოსო გოგაშვილი, თვითონ, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება, გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, იყო რიგით თანამდებობაზე, იყო ქვე- განყოფილების უფროსის მოადგილე, თუ განყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვთხოვე მას, ჩემ საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე, ეტაპობრივად, ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე, ეს იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით და ახლა ის აცხადებს, სამწუხაროდ, რომ თურმე 3 წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს და აქედან გამომდინარე, მოხდა მერე 2018-ში, თუ არ ვცდები, მისი განთავისუფლება თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს, თვითონ ძალიან კარგად, ყველაზე კარგად იცის, არაერთხელ დამიცვია ის მე გუნდისგან. ახლა, არ ვიტყვი


close დახურვა