logo
ENG



გომელაური იზორიას ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემაში თავის პასუხიმგებლობას ვერ ხედავს

28 იან 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

 

ლევან იზორიას ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემაში თავის პასუხიმგებლობას ვერ ხედავს ვახტანგ გომელაური. ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კიტა იზორიასთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

23 იანვარს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდის ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

 


close დახურვა