მე მინდა გაგახსენოთ გამოსვლები, რომ ეს იყვნენ მოგზავნილები, სუს-ის აგენტები, პოლიციის აგენტები, ვინც ისროდნენ ამ მოლოტოვებს კოქტეილების. თუმცა, მერე რომ დავაკავეთ, ეს ადამიანი უნდა განთავისუფლდეს, ეს წესიერი ბავშვია, ეს არის ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი მომავალია. ერთი კვირის წინ იყო სუს-ის აგენტი და ახლა გახდა მომავალი თურმე.
ბევრი რამე არის, როცა უსამართლოდ გვაბრალებთ რაღაცებს და ხშირ შემთხვევაში, იგივე მოწოდებები, თქვენ თქვით რომ მოწოდებები არ იყო. უამრავი მოწოდებები იყო, ტელევიზიითაც გავიდა, პირდაპირ ეთერშიც, რომ გაათავისუფლეთ. შეტევები იყო, თავის ქალა აქვს ჩატეხილი პოლიციელს, ვინმემ მოიკითხა ერთი რა მოუვიდა? ან დამწვრები, ბიჭები დაიწვნენ, პირიქით ამბობთ რომ გავათავისუფლოთ იქ ვინც ცეცხლი წაუკიდა, თუმცა იქ ერთი არ ისროდა, გამოძიება მიმდინარეობს და იქ რამდენიმე ისროდა მაგ მოლოტოვის კოქტეილებს და ღმერთმა ქნას რომ დავადგინოთ ვინ იყო.