შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დავით გარეჯში მთავარის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიებით რაც დადგინდება, დაისჯებიან. იგი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე.
"გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, პირველ რიგში ჟურნალისტებზე და ასევე, მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად", - ამბობს გომელაური.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით და არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, მინისტრი პასუხობს, რომ "რა ფაქტიც ჰქონდათ, სავარაუდოდ, მაქედან გამომდინარე დაიწყო გამოძიება".
"უკაცრავად, მე არ ვარ გამომძიებელი, ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიებაო ფაქტიდან გამომდინარე. ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან და შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება, არაფერი არ დაემატოს", - პასუხობს მინისტრი.
დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ.
ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა.
თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
- რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ