logo
ENG



გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე:არ შემდგარა არანაირი ასეთი შეხვედრა

30 ოქტ 201911:21
3 წუთის საკითხავი
 
5inkf7eqzbr0795.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს მეუფე იაკობის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ, რომელზეც თითქოს პატრიარქის ჩამოშორება იგეგმებოდა და რომელსაც თავად გომელაური ესწრებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე იაკობს იცნობს, მაგრამ მისი განცხადებების მერე მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. გომელაური აღნიშნავს, რომ პატივს სცემს პატრიარქს და მისი გადაყენება-არგადაყენების თემის განხილვაც კი წარმოუდგენლად მიაჩნია.

უიდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენება საერთოდ განხილვის თემად ვერ წარმომიდგენია. არ შემდგარა არანაირი ასეთი შეხვედრა. არ ყოფილა და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. კომუნიკაცია მაქვს ხოლმე და ძალიან კარგად ვიცნობ არა მარტო მეუფე იაკობს, არამედ სხვა მეუფეებსაც, ბევრჯერ შევხვედრივართ, მაგრამ ამ განცხადებების მერე არ მქონია მასთან საუბარი, არ დავკავშირებივარ. არ ვიცი რატომ გააკეთა ასეთი განცხადებები, თავად მეუფეს კითხეთ. არც ის ვიცი რატომ დაგვასახელა“, - აცხადებს გომელაური.

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, გომელაური მიიჩნევს, რომ ეს პროკურატურის ლეგიტიმაციაა.

„გამოძიებაზე პროკურორმა გააკეთა განცხადება, პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის განსაზღვრავს. თუ დანაშაული გამოვლინდება მეუფის საუბრიდან, პროკურორი გადაწყვიტავს, მე რა ვთქვა?!“, - განმარტა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. მანამდე კი მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მას, გომელაური, მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და იმდროინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაში დახმარებას სთხოვდნენ.

 


close დახურვა