გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" 20-21 ივნისის აქციებზე დაზარალებული მაკო გომური პრემიერ გახარიასთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად აცხადებს, რომ დიდი სურვილი არ აქვს, რომ გახარიას შეხვდეს.
„გახარიას მოუხდა ჩემი ხსენება, ეგეც იძულებით, ჟურნალისტებმა ისეთ სიტუაციაში ჩააყენეს, რომ უნდა ეხსენებინა ჩემი სახელი. დიდი სურვილი არ მაქვს, რომ შევხვდე მას. საერთოდ არ მინდა, რომ ვუყურო,“ - განაცხადა მაკო გომურმა.
გომურის თქმით, გახარიას დაწინაურებას არ ელოდებოდა, მაგრამ არც მოულოდნელი ყოფილა.
„გახარიას დაწინაურება 20 ივნისის აქციის ყველა მონაწილისთვის დიდი შეურაცხყოფა იყო,“ - განაცხადა გომურმა.
შეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა 20-21 ივნისის აქციაზე სპეცრაზმელის ტყვიამ თვალი დააკარგვინა. ის ჯერ კიდევ არ არის დაზარალებულად ცნობილი.