logo
ENG



გონიოში კორპუსის რკინის ხარაჩო კონსტრუქცია ჩამოინგრა - დაშავდა ერთი ადამიანი

17 ივლ 202516:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/17/d8pw3j823vdkfm7.jpg

გონიოში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის რკინის ხარაჩო კონსტრუქცია ჩამოინგრა.

ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარი დაუდასტურეს და უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

დაშავებული 35-წლამდე კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თავდაპირველად, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ფორმულამ სავარაუდო მსხვერპლზე დაწერა. მოგვიანებით, ადამიანის დაღუპვა არ დადასტურდა.


close დახურვა