logo
ENG



გონჩარენკო: ირაკლი, ომის მერე რომ კიევის თავზე თვითმფრინავები იქნება, შეგიძლია არსად წახვიდე

25 თებ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/p5d2x8ndcc7v0nk.jpg

საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდა?

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების გატარება მის ქვეყანას უფრო მეტად დააზარალებს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც არ აპირებს.

მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირია რეაქცია მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი კიევს ეწვიოს სოლიდარობის ნიშნდად. პრემიერი ამბობს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი. როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები იფრენენ, სამხედროების ნაცვლად - შეგიძლია, არსადაც აღარ წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც თბილისში 2008 წელს ტანკები დადიოდნენ? თქვენ ამას აიტანთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, თუ რა უნდა გააკეთოს?


close დახურვა