logo
ENG



გონჩარენკო: ჩამოვედი საქართველოში დამკვირვებლად, ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო

25 ოქტ 202419:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/25/6gfk5uy6mw8141c.jpg

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თბილისში არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვიდა. ინფორმაციას თავად დეპუტატი ავრცელებს.

როგორც გონჩარენკო წერს, მას აეროპორტში გარკვეული პრობლემები შეექმნა.

"ახლახან ჩამოვედი საქართველოში. დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს პასპორტის კონტროლზე", - წერს რადას დეპუტატი.


close დახურვა