logo
ENG



გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს, ივანიშვილსა და კობახიძეს სანქციები დაუწესოს

11 მაი 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/75wnq765fbdf4wa.jpg

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართავს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს სანქციები დაუწესონ.

გონჩარენკო ფეისბუქზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომელმაც ქართული ოცნება დააარსა, ირაკლი კობახიძე კი პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით.

"სანამ ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან, საქართველოს პრორუსი ხელისუფლება რუსეთს უახლოვდება და ეხმარება ეკონომიკური სირთულეები გადალახოს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს", - წერს გონჩარენკო.


close დახურვა