უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის თქმით, "როგორც კი უკრაინა დაამარცხებს ფაშისტურ რუსეთს - რუსეთი დაინგრევა, მასზე დაყრდნობილი რეჟიმებიც დაეცემა. დაეცემა ივანიშვილიც". გორდონმა ამაზე ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში ისაუბრა.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ შორდება საქართველო ევროკავშირს და მიექანება რუსეთისკენ. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა, რომელიც პუტინმა დაუსახა. მაგრამ მე ერთი ვიცი: როგორც კი უკრაინა დაამარცხებს ფაშისტურ რუსეთს — რუსეთი დაინგრევა, მასზე დაყრდნობილი რეჟიმებიც დაეცემა. დაეცემა ივანიშვილიც, და სააკაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება"- თქვა მან.
წამყვანის შეკითხვაზე რა აძლევს იმედს რომ საქართველოში დემორატიული პროცესები გაიამარჯვებს და ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდება? იმიტომ რომ რადგან რუსეთი კარგავს გავლენებს სხვაგან, საქართველოს კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება მისთვის, გორდონმა უპასუხა:
"რუსეთი კი არ კარგავს, მან უკვე დაკარგა სოხმეთი და აზერბაიჯანი. მე მჯერა რომ კარმა დაეწევა ყველას, საზოგადოების განვითარების ისტორია და კანონზომეირება ასეთია, რომ ბოროტება და სიბნელე აუცილებლად დამარცხდება, დიდხანს ვერ გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სტრატეგიულია რუსეთისთვის. ამაში დიდი წვლილია, სამწუხაროდ, ქართველებისაც, რადგან ერთ-ერთი ჩამოსვლისას, მე ვიყავი საქართველოს კულტურულ ელიტასთან, არტისტებთან, ვარსკვლავებთან. არ მინდა ახლა მათი სახელებისა და გვარების დასახელება. მე ვაქებდი მიშას. მან რამდენი რამ შეძლო და ახლა გული მტკივა, რომ ქართველმა ხალხმა ის ციხიდან ვერ გამოიხსნა. ისინი მომიბრუნდნენ და მითხრეს - რა მიშა, მადლობა ბიძინას რომ ის ყოვეთვიურად 300 დოლარს გვიხდის... ძალიან სამწუხაროა, რომ 300 დოლარად შეიძლება პატიმსაცემი ხალხის ყიდვაც კი"- თქვა გორდონმა.
