გორის შესასვლელთან ავარია მოხდა - მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.