გორის გვირაბთან ერთმანეთს ევაკუატორი და ტრაილერი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ევაკუატორის მძღოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფორმულას შსს-ში განუცხადეს.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.