გორში, სამედიცინო ცენტრ იავნანაში მოწამვლის სიმპტომებით კიდევ 30 ბავშვი შეიყვანეს.
ჯამში, იავნანაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 80-მდე ბავშვი მკურნალობს. ამის შესახებ ფორმულას კლინიკაში განუცხადეს.
ექიმის თქმით, აღნიშნულ მოვლენებს მშობლები, სავარაუდოდ, საკვებს ან წყალს უკავშირებენ.