logo
ENG



გორის მერიას სატელეფონო ხარჯები და წვეულებები 139 000 ლარი დაუჯდა

11 თებ 202015:21
3 წუთის საკითხავი
 
x1xnooazcxrxapb.jpg

2018-19 წლებში გორის მერიის სატელეფონო ხარჯები და წვეულებები 139 000 ლარი დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ხარჯები განათლების ხელშეწყობისთვის არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებს აღემატება.

2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ, რაც თითქმის ორჯერ მეტია.

„ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2018 წელს 20,138 ლარი, ხოლო 2019 წელს 39,223 ლარი დაიხარჯა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირებზე იხარჯებოდა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ.

წარმომადგენლობით ხარჯებთან შედარებით 1.3-ჯერ მეტი დახარჯა მერიამ საკომუნიკაციო მომსახურებაში, რაშიც საერთო ჯამში 79,228 ლარი დაიხარჯა.

ბიუჯეტიდან 2018 წელს საკომუნიკაციო მომსახურებაში 41,465 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 39,223 ლარი გამოიყო. საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთის მანძილზე საუბარი 5 თეთრად არის შესაძლებელი. შესაბამისად 2018-2019 წლებში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა 15,845 ზარის განხორციელებას და ყოველ სამუშაო დღეს 13 საათის განმავლობაში ტელეფონზე საუბარს.

გორის მერიამ 2 წლის მანძილზე საკომუნიკაციო და წარმომადგენლობით ხარჯებისათვის 138,589 ლარი დახარჯა

– განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა - 94,500
– უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 117,000
– სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულადი დახმარება - 0“ -  ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა