გორის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა საჯარო სკოლაში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა.
ერთ-ერთ სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლე, არასრულწლოვანი გოგო სკოლის პედაგოგს სექსუალურ შევიწროებასა და გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.
ცნობილია, რომ ფაქტზე გამოძიება გარყვნილი ქმედების მუხლით უკვე დაწყებულია და პედაგოგი, შუახნის მამაკაცი, ამ დრომდე არ არის დაკავებული, თუმცა სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ ის სასწავლო პროცესს დროებით ჩამოაცილეს.
ფორმულას ინფორმაციით, საქმეში საჯარო სკოლიდან ამოღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც დევს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგს ადანაშაულებენ, რომ პირველკლასელ მოსწავლეს სცემა.
მოსწავლის ოჯახი ითხოვს, რომ მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლონ, თუმცა დირექტორის თქმით, სკოლის დისციპლინარულმა საბჭომ განიხილა საკითხი და პედაგოგს უფლებამოსილება არ შეუჩერა.
ფაქტზე გამოძიება ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მუხლით არის დაწყებული.