გორის სამხედრო ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰოსპიტალის უმცროსს მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.