გორის სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ასევე, საქართველომ მოითხოვა ამ უკანონო, გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
"საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - წერია სუს-ის განცხადებაში.