გორის ცენტრში მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა კაცი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.